მანსარდის არსებობა უკვე 6 წელს ითვლის. ჩვენს სახელოსნოში იქმნება ჯადოსნური პროდუქტები. ჯადოსნური იმიტომ,რომ თითოეული მოდელი შექმნილია უშუალოდ მომხმარებლების ჩართულობით, რაც სძენს პროდუქტს უნიკალურობას და მრავალფეროვნებას.
ჩვენს მომხმარებლებს აქვთ საშუალება შეიძინონ პერსონიფიცირებული პროდუქტები, რომელიც შექმნილია უმაღლესი ხარისხის ტყავით, უძლებს დროს და ინახავს მოგონებებს.
მანსარდის ძირითადი და ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები არის ხელნაკეთი ტყავის ბლოკნოტები და ფოტოალბომები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ ამ მიმართულებით გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ფართო ასორტიმენტი.